იტალიაში ქართველები დააკავეს

იტალიაში, ტრიესტეში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ სახლებიდან 133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.

დაკავებული არიან 1997 წელს დაბადებული ი.მ. და 1995 წელს დაბადებული თ.დ.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება პოლიციამ რომის აეროპორტში შეძლო, როდესაც ის ქვეყანას ტოვებდა. მეორე კი რომის გარეუბანში აიყვანეს. ქურდობაში ბრალდებული მესამე პირი იძებნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს