თბილისში პარკირების ყალბი საშვების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში პარკირების ყალბი საშვების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში, სისტემატურად ამზადებდა და ასაღებდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს უფასო პარკირების უფლებას აძლევდა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია როგორც ყალბი საშვები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"