გასული წლის მსგავსად, 2020 წელსაც ბიუჯეტიდან მოქალაქეების სასულიერო განათლებაში 23 მლნ დაიხარჯება

გასული წლის მსგავსად, 2020 წელსაც ბიუჯეტიდან მოქალაქეების სასულიერო განათლებაში 23 მლნ დაიხარჯება. 

კერძოდ, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსება ასე გადანაწილდა: სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი — 14 738 000 ლარი; ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი — 645 000 ლარი; ააიპ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი — 1 768 000 ლარი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი — 870 000 ლარი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი — 1 945 000 ლარი; საქართველოს საპატრიარქოს ააიპ ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტი — 1 505 000 ლარი; ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი — 500 000 ლარი; ააიპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსარებელი ცენტრი — 653 000 ლარი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"