პოლიციამ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი დააკავა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.


იგი დაკავებულია 161 მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.  

როგორც "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია აცხადებს, დაკავება გვიან ღამით მოხდა.

"სურთ, ჩალაგაშვილისგან ხულიგანი გამოიყვანონ, რაც აფსურდია. მეგობრისგან ბრუნდებოდა მძღოლთან ერთად, მათ გზა პოლიციის რამდენმე მანქანამ გადაუჭრა, იყო საკმაოდ უხეში მოპყრობა და დააკავეს",- ჰყვება კემულარია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა