შსს გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“. 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჩალაგაშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

როგორც "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია აცხადებს, დაკავება გვიან ღამით მოხდა.

"სურთ, ჩალაგაშვილისგან ხულიგანი გამოიყვანონ, რაც აფსურდია. მეგობრისგან ბრუნდებოდა მძღოლთან ერთად, მათ გზა პოლიციის რამდენმე მანქანამ გადაუჭრა, იყო საკმაოდ უხეში მოპყრობა და დააკავეს",- ჰყვება კემულარია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"