"ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა და მან სათანადო ზომების მიღება დაიწყო"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა და მან სათანადო ზომების მიღება დაიწყო. 

„ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე, ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო. ჩვენ ბოლო ორი მონეტარული კომიტეტის შემდეგ გავამკაცრეთ საკრედიტო პოლიტიკა და 0.5 პროცენტით ავწიეთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი, ამავე დროს განვახორციელეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები ხუთი პროცენტით შემცირების შესახებ, ამავდროულად უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად და ასევე საპროცენტო განაკვეთი ამ უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას.

ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანა კვლავ „ლარიზაციის ერთგული“ რჩება.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კოფი: "ამერიკა ნატო-ს წევრია, მაგრამ მეხუთე მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს"