"ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა არის ქართულ-ამერიკული ბიზნესის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითი"

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქართულ-ამერიკული ბიზნესის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ქციტიშვილმა ფოთში განაცხადა, სადაც „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

"დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების, მათი მთავრობის მხარდაჭერა და დახმარება. მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ინვესტიციები ჩვენი ქართული ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველო რეგიონის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფანია და ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია, ჩვენი ვართ საშუალება, ყველაზე მოკლე კავშირი დაამყარონ ევროპისა და აზიის ქვეყნებმა და რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული საქართველოს მთავრობას, რათა ჩვენი ფუნქცია, ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ფოთის ნავსადგურის ისტორიას დღეს ქართულ-ამერიკული კომპანია „პეის ჯგუფი“ ამდიდრებს, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს წარმატებული ბიზნესის მაგალითი.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა.  ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 000 ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი „ოპიკის“ ინვესტიციაა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა