ერგნეთის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეხუთე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.  

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელ  ეგორ კოჩიევის განცხადებით, მხარეები წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ. მისივე ინფორმაციით, "ოსური მხარის მოთხოვნა წნელისთან ქართული საგუშაგოს გაუქმების თაობაზე კვლავინდებურად ძალაშია და ამ პრობლემის მოგვარაბამდე არც ერთი სხვა საკიტხი არ იქნება განხილული".

"ქართული მხარე იმაზე აპელირებს, რომ ამ რაიონში ოსი ძალოვანებიც არიან წარმოდგენილები. ჩვენის მხრივ ვპასუხობთ, რომ ოსური უსაფრთხოების ძალები ამ რაიონში ერთადერთი მიზნით – მოსახლეობის და რესპუბბლიკის ტერიტორიის დასაცავად იმყოფებიან", – განაცხადა კოჩიევმა.

როდის გაიმართება მორიგი ტექნიკური შეხვდერა - უცნობია. თუმცა როგორც კოჩიევმა აღნიშნა, ოსური მხარე საგუშაგოს საკითხს 8-9 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზეც დააყენებს, მანამდე კი მორიგი ტექტნიკური შეხვედრა აღარ გაიმართება. 

ცნობისთვის:  აგვისტოს ბოლოს თბილისმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, სოფელ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო. 

საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას ამ ეტაპზე არ აპირებს. 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში ქართული საპოლიციო საგუშაგო და აღნიშნულის საპასუხოდ ოსური მხარის მიერ მოწყობილი "რამდენიმე  ახალი პოზიცია“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ახალგორში დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად საშვების გაცემა განახლდა