ცხინვალის იზოლატორში მარეკ დუდაევის მკვლელი გარდაიცვალა

ცხინვალის გამოსასწორებელ კოლონიაში მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის გასამართლებული 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი გარდაიცვალა. 

როგორც ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თრომბი გახდა. თუმცა ამჟამად ადგილზე მედიკოსები და გამომძიებლები მუშაობენ და საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კაზიევი მარეკ დუდაევის თანასოფლელი გახლდათ და გასული წლის იანვარში ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ცნობისთვის: ბოლო ორი დღეა, პატიმრები იზოლატორში შიმშილობენ. ამ ფორმით ისინი იზოლატორში არსებულ არაადამიანურ პირობებს აპროტესტებენ. თუმცა როგორც ადმინისტრაცია ირწმუნება, კაზიევს შიმშილობის აქციაში მონაწილეობა მიუღია და მისი გარდაცვალებისთვის წინაპირობები არ არსებობდა.

რაც შეეხება მარეკ დუდაევს, ის 2004 წლის მარ­ტში, ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 2005 წელს დუ­და­ევს თბი­ლი­სის სა­სა­მარ­თლომ 23 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ის სას­ჯელს #7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და და პა­ტიმ­რო­ბა­ში 9 წელი იმ­ყო­ფე­ბო­და. 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, მას ამ­ნის­ტი­ის მუხ­ლე­ბი შე­ე­ხო, რის შე­დე­გა­დაც, ოთხი წელი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, ესეც მო­ეხ­სნა და სა­ბო­ლო­ოდ, 2013 წლის 7 ივ­ნისს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ცხინვალში დაბრუნებულმა დუდაევმა კრიმინალური საქმიანობა განაახლა.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"