"ფოთში დაწყებული პროექტი ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა"

ფოთში დაწყებული პროექტი ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ფოთში განაცხადა, სადაც „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ანაკლიის პორტის ალტერნატივა. როგორც ვხედავთ, ეს არის მხოლოდ ერთი სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა არც მასშტაბებით, არც ტვირთებით, არც ზოგადად განვითარების მასშტაბითაც, ეს პროექტი რა თქმა უნდა, ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა. ანაკლიის პროექტის პირველი ფაზა გათვლილია 8 მლნ ტონა ტვირთის გადამუშავებაზე, რომელიც 100 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამდენად, ეს პროექტები თავიანთი ზომებიდან გამომდინარე ერთმანეთის კონკურენტები ვერ არიან. თუმცა, ყველა პროექტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა.  ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 000 ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი „ოპიკის“ ინვესტიციაა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"