2 ოქტომბრის ლარის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც, 2 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9753 ლარია, 1 ევროსი - 3.2434 ლარი. 

1 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარი 2.9770 ლარი ღირდა, 1 ევრო - 3.2515 ლარი. 30 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.9552 ლარი იყო, 1 ევროსი - 3.2286 ლარი. 

ცნობისთვის: 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

27 სექტემბერს ფონანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ლარი წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს:

„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური“.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია