უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და საქართველოს ერთობლივი განცხადების ტექსტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და საქართველოს დელეგაციებმა უარი განაცხადეს, ევროპის საბჭოს 70 წლის იუბიულესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის რადას მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი ელიზავეტა იასკო წერს და აცხადებს, რომ მან ხელი მოეწერა განცხადებას ასამბლეაში მუდმივმოქმედი ჯგუფის „ბალტიკ პლუსის“ შექმნის შესახებ; ზემოხსენებულ ქვეყნებთან მიღწეულია შეთანხმება საპარლამენტო ასამბლეისადმი ნდობის დაბრუნების მიზნით, შესაბამის მექანიზმზე მუშაობის დაწყების თაობაზე. 

„ამოცანა გახლავთ, გაგრძელდეს ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკა; ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რუსეთის მიერ ანექსიის დაგმობა. ჩვენი პირველი ნაბიჯია - ორგანიზაციის 70 წლის იუბილის აღნიშვნაში მონაწილეობაზე უარის თქმა, რომელმაც დაკარგა ავტორიტეტი წევრი სახელმწიფოების მილიონობით მოქალაქეთა თვალში“ - წერს იასკო.

ამასთან, მან გამოაქვეყნა ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვისა და უკრაინისევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციების განცხადების ტექსტი ორგანიზაციის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ.

„წელს, როდესაც ევროპის საბჭოს 70 წლის იუბილე აღინიშნება, ვხედავთ, რომ ამ ინსტიტუტის ფასეულობები და სტანდარტები სერიოზულად არის კომპრომეტირებული და საპარლამენტო ასამბლეის ავტორიტეტი - მნიშვნელოვნად შესუსტებული. სამწუხაროდ, 2019 წლის ივნისს სხვა ეპოქა დაიწყო. ასამბლეამ ზაფხულის სესიის დროს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ხმის და სხვა პროცედურების უფლება აღუდგა რუსეთის დელეგაციას. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ასამბლეის უმრავლესობამ თვალი დახუჭა ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევებზე, გატაცებებზე, უკანონო ოკუპაციაზე და ტერიტორიების ანექსიაზე, ადამიანების უკანონო დაკავებაზე და ომზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ აწარმოებს თავისი მეზობლების წინააღმდეგ“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, "გადაწყვეტილებამ აჩვენა ასამბლეის ახალი სუსტი მხარეები მისი წესდების მასობრივი დარღვევების პირობებში ზოგიერთი წევრი სახელმწიფოების მხრიდან. სამი თვის განმავლობაში ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებიდან, რუსეთს არ წარმოუდგენია მნიშვნელოვანი პროგრესი თავისი ვალდებულებების შესრულების კუთხით ევროპის საბჭოს წესდების თანახმად. მეტიც, რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა დროებით მის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაააქტიურა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შემზღუდველი ინფრასტრუქტურის დაყენება საქართველოს ტერიტორიაზე. ხელი შეუწყო 2019 წლის 25 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"