ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ფეისბუკზე ავრცელებს. 

"დილის რვაზე ეთერში გავედით. საღამოს ეს ანონსი შემიძლია შემოგთავაზოთ: ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს.

გუმბარიძე, რომელიც კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ოთხშაბათს, 14:00 მივა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულამ" მაუწყებლობა დღეს დაიწყო."

ზურაბ გუმბარიძე კომპანია "ინტერ მედიას" დამფუძნებელია, რომლის მიმართაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე 9 აგვისტოს აღძრა. საქმე 2017 წელს "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის "ინტერ მედია პლიუსის" მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას ეხება. სწორედ ამ საქმესთან მიმართებაში იქნა ნახსნები ზურაბ გუმბარიძის სახელი და გვარიც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"