ირაკლი ღარიბაშვილი: „თითოეული ჯარისკაცი იქნება პირადად ჩემი ზრუნვის ქვეშ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა. „2020 წელს ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად ვაცხადებ“, - აღნიშნა მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა - „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას. 

თავდაცვის მინისტრის თქმით, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი ძლიერი ჯარია. 

„ჩემი ხედვა და  პოლიტიკა, ამ უწყებაში მოსვლის დღიდან და მანამდეც, ზოგადად, ეფუძნება ძლიერი სახელმწიფოს იდეას. ძლიერი სახელმწიფო ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი ჯარი. ძლიერ ჯარს ქმნის ძლიერი ჯარისკაცი და ძლიერ ჯარისკაცს სჭირდება შესაბამისი დაფასება და პირობების უზრუნველყოფა. ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში მე, მინისტრმა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს