"სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება"

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის მაქსიმალურად მხარს დაუჭერს და წაახალისებს სამხედრო მრეწველობას საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. 

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ ისაუბრა. 

„ამაზე მუშაობა დაწყებულია. მოგეხსენებათ, არსებობს კომპანია დელტა, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, მაგრამ მე მინდა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადო და პირადად ჩემგან მათ ექნებათ წახალისება, რომ ადგილობრივი წარმოების ვაზნების წარმოება დავიწყოთ საქართველოში. ვაზნებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მილიონები გადის ყოველწლიურად, დაახლოებით 15-20 მილიონი. ეს არის ერთი სიკეთე, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ ქარხნის გაკეთების შემდეგ, ხოლო მეორე, გაცილებით უფრო დიდი, შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება გამოიყენონ ჩვენმა ჯარისკაცებმა ვარჯიშებისთვის, წვრთნებისთვის და ა.შ.“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა