თავდაცვის მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პუგლისს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მიმდინარე წლის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

როზარია პუგლისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა