უკრაინა ანტისარაკეტო სისტემას მიიღებს

აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის ანტისარაკეტო სისტემის მიყიდვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დარდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კონტრაქტი უკრაინისთვის განკუთვნილი 250 მილიონიანი დახმარების მიღმა განიხილება. 39 მილიონი დოლარის ოდენობის ხელშეკრულება უკრაინისთვის ჯაველინის ტიპის 150 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის და ორი გამშვები დანადგარის მიყიდვას ითვალისწინებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინამ იარაღის მიწოდება მიმდინარე წლის ზაფხულში დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის გამართვამდე ითხოვა. უკრაინისთვის დამატებით ანტისარაკეტო სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალურ ვაშინგტონს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

2018 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯაველინის ტიპის 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 37 გამშვები დანადგარი მიჰყიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია