ძმის მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გ. წ, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 30 სექტემბერს შეუფარდა, ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო. ამავე განმარტებით, იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, დაწესებულების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, 1 ოქტომბერს 17:53 საათზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

„მომხდარის შესახებ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"