უკრაინის ყოფილი გენპროკურორი გამოძიების ინტერესი გახდა

უკრაინაში ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს,– ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ამავე წყაროს ცნობით, საქმე ეხება არალეგალური აზარტული თამაშების ბიზნესთან იური ლუცენკოს შესაძლო კავშირს და ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის წარმომადგენელმა მოითხოვა. თავად უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია