თავდაცვის მინისტრმა სომხეთის ელჩთან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუბენ სადოიანს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის  ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება