„ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალირება ვერ გაიარა“

თბილისის მერის განცხადებით, ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

„ტექდათვალიერების გავლის შემდეგ 30%-მა ვერ მოახერეხა დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც არის კანონით გათვალისწინებული. 70-71% დარჩა, ვინც გაიარა ტექდათვალირება. მათ ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია გავლილი აქვს, დანარჩენი ახლა გადის", – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, „ა კატეგორიის“ ტაქსის მძღოლებისთვის განკუთვნილი ვაუჩერით ძალიან ცოტა მძროლმა ისარგებლა:

„ა კატეგორიის“ ტაქსის მძღოლებისთვის გამოვყავით ვაუჩერები, რომელიც ყოველგვარი გადასახადების გარეშე აძლევთ საშუალებას გადაღებონ ან გადააკრან ფირი. ასევე მივეცით მათ შესაძლებლობა ესარგებლათ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით. ძალიან ცოტა ვაუჩერია აღებული, აქაც არანაირი მოთხოვნა და გადასახადი არ გვქონდა, უსასყიდლოდ გადავცემდით ლიცენზიებს, თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანმა ისარგებლა ამ სერვისით“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"