ნორვეგიაში რუსული სპეცრაზმი აღმოაჩინეს

ნორვეგიაში, შპიცბერგენში რუსული სპეცრაზმი შენიშნეს, – ამის შესახებ ადგილობრივი ინტერნეტ–გამოცემა ALDRIMER სამ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.  

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში სამოქალაქო სამოსში გადაცმული სამხედროები დაზვერვის მიზნით მატერიკულ ნორვეგიაშიც იყვნენ გადასხმულები. 

ჟურნალისტების ირწმუნებიან, რომ მათი მონაცემები სანდოა და დოკუმენტურად არის დადასტურებული, თანაც არა მხოლოდ ეროვნული კონტრდაზვერვის, არამედ აშშ–ის დაზვერვის ძალების მიერაც.

თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი ამ ინფორმაციას უარყოფს და „უხეშ პროვოკაციად“ აფასებს, რომელიც „ნორვეგიაში რუსეთისგან მტრის ხატის შესაქმნელად მოქმედი გარკვეული წრეების სისტემური მუშაობის გამოვლინებას წარმოადგენს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"