რუსმა მესაზღვრეებმა ჩრდილოეთ კორეის გემს ცეცხლი გაუხსნეს

იაპონიის ზღვაში რუსმა მესაზღვრეებმა ჩრდილოეთ კორეის თევსაჭერ გემს ცეცხლი გაუხსნეს, – იუწყება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.  

მისივე ცნობით, დაკავებულია ბორტზე მყოფი 21 პირი. ინციდენტის შედეგად დაჭრილია 5 ჩრდილოეთ კორეელი მეზღვაური.  დაკავებულებს ბრაკონიერობას ედავებიან.

ცნობისთვის: გასულ კვირაში რუსმა მესაზღვრეებმა იგივე ბრალდებით  პრიმორიეში რამდენიმე იალქნიანი გემი დააკავეს 262 ჩრდილოეთ კორეელი მეზღვაურით.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"