ახალქალაქში ფერმიდან 32 რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს [ვიდეო]

ახალქალაქის სოფელ კარწახში ფერმის დაცვის თანამშრომელს  თავს დაესხნენ და 32 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს. ინფორმაციას ადგილობრივი  რადიო NOR  ავრცელებს. 

გამტაცებლები ფერმაში, ღამის 01:00 საათზე შეიჭრნენ. მოკლეს ძაღლი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის წევრს სარქის გასპარიანს და 32 სული მსხვილფეხა პირუტყვი თურქეთის საზღვრისკენ წაიყვანეს.

გასპარიანის განცხადებით, მან მხოლოდ 3 თავდამსხმელი დაინახა, თუმცა, როგორც ამბობს, შესაძლოა ისინი მეტნი იყვნენ. 

მესაზღვრეებმა პირუტყვი საზღვრის გადაკვეთამდე დააბრუნეს, გამტაცებლებმა მიმალვა მოახერხეს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას, სხვისი ნივთის ძალის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 16 სექტემბერს