გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდები თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე (#6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

ცნობისთვის: ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა