შსს – 8 თვეში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 314 ადამიანი ემსვერპლა

შსს–ს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 ადამიანი და 5 212 დაშავდა. 

დედაქალაქში 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 1820 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 64 ადამიანი დაიღუპა, 2182 დაშავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

ცნობისთვის: 2018 წლის ამავე პერიოდში სულ მოხდა 4196 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 და დაშავდა 5989 ადამიანი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა