თბილისში, "თერგის" ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, "თერგის" ბაზრობაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ადგილზე მუშაობდა 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილზე დარჩება ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით, ტარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა