1 ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ

1 ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს.

„რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები 1 ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ 1 ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი 1 ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმათ. გადავწყვიტეთ, ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ფინანსური ჯარიმის მოსახსნელად ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეთანხმებით, დავაინიციროთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვით, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, ვინც 1 ოქტომბერს დაჯარიმდა“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, მამუკა მდინარაძემ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაქოს საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხში პროგრესის მიღწევის იმედი აქვს