„საქართველოს ბანკის“ გენედირექტორის მოადგილე: „სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილება გვაძლევს რწმენას, რომ ლარი გამყარებისკენ წავა“

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალია უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირების თაობაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული „აძლევს რწმენას, რომ ლარი გამყარებისკენ წავა“.

„სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის შედეგი, რამაც გამოიწვია დოლარზე რეზერვის შემცირება და ლიკვიდურობის შეწონვა. ეს ინსტრუმენტები აძლიერებს დოლარის მიწოდებას ბანკების მხრიდან ქართულ კომპანიებზე, ძირითადად საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიეწოდება ეკონომიკას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს კოორდინაცია გვაძლევს რწმენას, რომ ლარი წავა გამყარებისკენ და იმ კურსისკენ, რაც არის ეკონომიური ფუნდამენტით გამართლებული ანუ ლარი 2.7 დან -2.8- მდე დასტაბილურდება. სებ-ის გუშინდელი კონკრეტული ქმედებით ქართული ბანკებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის რესურსის დამატებითი მიწოდება მოხდა ეკონომიკისთვის. ჯამში ეს ორი ფაქტორი ძალიან იმედის მომცემია. ჩვენ ვხედავთ სებ-ის პრინციპულ განწყობას, რომელიც მიმართულია ლარის კურსის გამყარებისკენ", - განაცხადა სულხან გვალიამ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა