აბასთუმნის ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს გამოეყოფა და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება

აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, – შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.


სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოს მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეული- საქართველოს ევგენი ხარაძია ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია და დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, – ნათქვამია გიორგი გახარიას ხელმოწერით გამოქვეყნებულ N475-ე დადგენილებაში.

დოკუმენტის მიხედვით,საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა განახორციელოს, უზრუნველყოს ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ობსერვატორიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

დადგენილების მეხუთე მუხლის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლები ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე სსიპ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებად ჩაითვლებიან.

დოკუმენტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დადგენილების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 2019 წლის 24 ნოემბრიდან გამოეყოფა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია