პომპეომ ტრამპისა და ზელენსკის საუბარში მონაწილეობა დაადასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს უსმენდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაცით, განცხადება დიპლომატმა იტალიაში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. 

„დიახ, მე ვმონაწილეობდი ამ საუბარში“, - თქვა პომპეომ, თუმცა სხვა კითხვებს აღარ უპასუხა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა, თავდაპირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. მიზეზი აშშ–ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა. მედია წერდა, რომ თეთრი სახლის მეთაურმა კოლეგას აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში საქმიანობის გამოძიებას სთხოვა. მოგვიანებით ტრამპმა თავად საუბარი დაადასტურა, თუმცა ამ სახის, რაზეც მედია მიუთითებს, არა. გასულ კვირას თეთრმა სახლმა საუბრის სტენოგრამაც გამოაქვეყნა, თუმცა მასში არაფერი მიუთითებს პომპეოს მონაწილეობაზე.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"