"დაბოღმილი გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს“ – სამადაშვილი განმარტავს, ვინ იყო მიმართვის ადრესატი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საკუთარ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ ადრესატი არა მისი თანაპარტიელი ნიკა მელია, არამედ ის ადამიანი იყო, ვინც "პარტიაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, პოლიტიკურ ბრძოლაში კი მუდამ განზე რჩება". 


მანამდე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა: 

“შეიძლება ბევრი ვიდავოთ ბრძოლის მეთოდებზე, გზებზე, სწორ სამოქმედო გეგმაზე. სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არაა ადვილი საქმე. მაგრამ აი ის ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ უღირსი ხალხია.ვინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა შეიძლება ბევრი ვიკამათოთ-როგორ. თავისუფალი ხალხი ესეა, და თავისუფლებისათვის რომ იბრძოლო, ჯერ შენში უნდა იპოვნო ეს თავისუფლება".

გაჩნდა განცდა, რომ სტატუსი ნიკა მელიას წინააღმდეგ იყო მიმართული იმ განსხვავებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომელიც მელიამ ჯერ კიდევ გუშინ საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით დააფიქსირა. მელიამ განაცხადა, რომ ნაჩქარევი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს გუნდში მსჯელობამდე. ამას კი წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საპროტესტო ტალღის აგორებასთან დაკავშირებით. დღეს მელია თანაგუნდელებმაც გააკრიტიკეს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp