რა გეგმა აქვს ეკონომიკის სამინისტროს ლართან დაკავშირებით

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის დასტაბილურება მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია არ არის და ამ მიმართულებით ნაბიჯებს ეკონომიკის სამინისტროც დგამს. 

"ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია, ეს არის სხვა უწყებების კონტრიბუციაც. თუნდაც ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა შევუწყოთ ხელი ბიზნესის შემდგომ განვითარებას და გავამარტივოთ ბიზნესგარემო კიდევ უფრო მეტად, რაზეც, მათ შორის ჩვენს სამინისტროსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, ესეცაა ხელშეწყობა, მათ შორის, ლარის კურსის გამყარების. კიდევ ერთი ბერკეტი არის დაჩქარებული პრივატიზაცია. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. წელს არ მივდივართ ცუდად, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ,"- განაცხადა ნათია თურნავამ   

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 2.97 ლარია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან