„ლელოს“ ახალი წევრების ვინაობა ცნობილია

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის ახალი წევრები წარადგინა. 

ესენი არიან:

  • ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომისტი 
  • ალექსანდრე ფირცხალაიშვილი-იურისტი
  • თეა ჭკუასელი-პიანისტი
  • ირაკლი სუთიძე-მხატვარი 
  • ბესიკ ლიპარტელიანი-სპორტსმენი 
  • გია რაფავა-სპორტსმენი
  • დავით ბეგიაშვილი-ბიზნესმენი 
  • თორნიკე შურღულაია- ანალიტიკოსი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი 
  • ხათუნა თავდგირიძე-მწერალი 
  • დავით გელაშვილი-სპორტსმენი
  • აკაკი გელაშვილი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  • გიორგი ოქროაშვილი-ფსიქოლოგი

ამ დროისთვის ცნობილია "ლელოს" კიდევ 24 წევრის ვინაობა.

ცნობისთვის:  ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა,  სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს შეარჩევს. ხაზარაძის თქმით, ზემოთხსენებული ადამიანები საზოგადოებრივ მოძრაობაში იქნებიან და მათი ნაწილი შეიძლება, ვიხილოთ პარტიაშიც, თუმცა პარტია სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება. მისივე გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"