“მზად ვარ, დებატებში ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, სადამდე მიიყვანა ქვეყანა”

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მზადაა, მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს დებატების დროს ციფრებით უთხრას, სადამდე მიიყვანა ქვეყანა.

„ჩვენ, ყველა პარამეტრით უკან მივდივართ. თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ, ნებისმიერ დებატებში, იგივე ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, სად მიიყვანა ქვეყანა უუნარო მენეჯმენტით.  თუ 2012 წელს საგარეო ვალი იყო 9.1 მილიარდი, 2020 წელს 22. 5 მილიარდი იქნება. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმია, როცა მშპ-ის 45 %  არის ვალი. 2012 წლიდან მშპ არ იცვლება და ერთ ნიშნულზე დგას, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა არ მიდის წინ და ის მიდის უკან. ვალი 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე იყო 2500 ლარი. 2019 წელს - 5500 ლარი, 2020 წელს კი 6000 ლარი იქნება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თითოეულ ჩვენგანს გვიზრდის ვალს. პენსია არათუ მატულობს, არამედ კლებადია. [...] მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“, იმედი მქონდა, რაღაც წინ წავიდოდა, პრაქტიკულად, მაგრამ მან არა მხოლოდ ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელის მუხრიჭიც ამოსწია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის ახალი წევრებიწარადგინა. ამ დროისთვის ცნობილია "ლელოს" კიდევ 24 წევრის ვინაობა.

ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა,  სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს შეარჩევს. ხაზარაძის თქმით, ზემოთხსენებული ადამიანები საზოგადოებრივ მოძრაობაში იქნებიან და მათი ნაწილი შეიძლება, ვიხილოთ პარტიაშიც, თუმცა პარტია სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება. მისივე გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
9-15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი