იტალიაში არასრულწლოვანის მიმართ მუქარაში ეჭვმიტანილი საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორეს კი ეძებენ

იტალიაში არასრულწლოვანის მიმართ მუქარაში ეჭვმიტანილი საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორეს კი ეძებენ, – იუწყება იტალიური მედია.

მისივე ცნობით,  ინციდენტი ქალაქ უდინეში მოხდა. პოლიციას 17 წლის მოზარდმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ ორი უცნობი მამაკაცი პარკში მყოფ არასრულწლოვანებს სანთებელას და ფულს სთხოვდა. მისივე თქმით, მამაკაცები არასრულწლოვანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება სცადა. მან კარაბინიერებს წინააღმდეგობა გაუწია.  დაკავებული 44 წლის მამაკაცია, რომელიც წარმოშობით ქართველია. პოლიციის ცნობით, მას ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ აღმოაჩნდა. მეორე ეჭვმიტანილს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქურთებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ციხე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან დაცალეს