რუსთავში ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადეს

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 31 წლის ქალზე უცნობმა მამაკაცმა სექსუალური ხასიათის ძალადობა სცადა,- ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.

ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა გაიგო და მისი გადარჩენა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ქალის სახისა და კიდურების არეში ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ის სამართალდამცველებმა გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp