ცხინვალის პასუხი "რეგლამენტის დარღვევით" მოშიმშილე პატიმრებს – იზოლატორში სპეცრაზმი შეიჭრა

ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში სპეცრაზმი შეიჭრა და  მოშიმშილე პატიმრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.  

მათივე თქმით, მოშიმშილე პატიმრებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი საკვები ძალის გამოყენებით მიაღებინეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ რამდენიმე მსჯავრდებულმა თვითკვლელობა სცადა.

ცნობისთვის: ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებმა შიმშილობა 30 სექტემბერს დაიწყეს. ისინი ციხეში არსებულ  არაადამიანურ პირობებს, მათ შორის ნესტსა და ხშირად საკნებში სარკმლების არარსებობას აპროტესტებენ. პატიმრებმა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართვაც გაუგზავნეს. 

პატიმრების მიერ მიმართვის გაგზავნამდე ერთი დღით ადრე დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ზალინა ლალიევამ გააკეთა განცხადებები, რომელმაც ოკუპირებულ რეგიონში ბევრი აღაშფოთა. კერძოდ მან განაცხადა, რომ "არავითარი შიმშილობა ციხეში არ იყო, რადგან დარღვეული იყო შიმშილობის რეგლამენტი: პატიმრებმა არ შეატყობინეს სამინისტროს ამ აქციის გამართვის შესახებ წერილობითი ფორმით". გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ "შიმშილობისთის მიზეზები არ არსებიბს და საუბარია მხოლოდ რეჟიმის უხეშ დარღვევაზე". 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს " საქართველოს რკინიგზა" დააკავშირებს