„ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

"ევროპული საქართველი" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს იბარებს. პარტიის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მინისტრმა პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს.

„ბიუროკრატიული ხარჯი მუდმივად იზრდება და დაპირება ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით მუდმივად შეუსრულებელია. ეს არის საკითხები, რომელიც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს, ამიტომ „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს იბარებს, რომელიც ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა ამ ჩამოთვლილ საკითხს. პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს მინისტრის მოსვლას. გაზაფხულზე ივანე მაჭავარიანმა რეგლამენტს თავი აარიდა და არ გამოცხადდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოვიდეს და საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში პასუხი გასცეს შეკითხვებს. რა განაპირობებს ლარის ასეთ გაუფასურებას, რატომ იზრდება საგარეო და საშინაო ვალი, რატომ არის ასეთი გაუთვლელი საპენსიო რეფორმა, რატომ არ კვეცს მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯს. ეს არის საკითხები, რომელიც მწვავეა და აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"