ზალკალიანი – შტაინმაიერის ვიზიტზე: "არანაირი ინიციატივით არ ჩამოდის"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით არანაირი ინიციატივით არ ჩამოდის და მას ამ მიმართულებით წინადადებები არ აქვს. 

„მისი ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დროს და მაშინ უკვე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საპასუხო ვიზიტით შტაინმაიერი საქართველოს ეწვეოდა. ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ერთი წლის წინ, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ არანაირი ინიციატივით ის არ ჩამოდის, არანაირი წინადადებები მას არ აქვს კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში. ეს მხოლოდ სპეკულაციებია, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმით, რომ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა მის მიერ შეთავაზებული წინადადებები განიხილეს, რაც დაკავშირებულია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის მოდის შტაინმაიერი


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა