თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

საქართვველოს თავდაცვის სამინისტოს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს და თავდაცვის მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიას, 6-7 ნოემბერს დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) და სამხედრო განათლების საკითხებსაც შეეხო. მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრეს.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დელეგაციაში ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.

საბჭოს წევრები ადგილზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზურაბ ხანგოშვილი: „მომივიდა ინფორმაცია, შემდეგი სამიზნე შენ ხარო“