მამუკა ხაზარაძე: "თურმე პრეზიდენტი გვყოლია"

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარებს უპასუხა.

„პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა? რა საინტერესოა, თურმე პრეზიდენტი გვყოლია, პრეზიდენტისთვის, რომელსაც არ გაუკეთებია არაფერზე განცხადება და ამბობს, რომ ჩემს ფუნქციებში არ შედის განცხადებების გაკეთებაო და საერთოდ დაკარგულია, აღმოჩნდა, რომ ჩემი სიტყვები იყო მთავარი თემა“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის აზრით, მის წინააღდმეგ გაკეთებული განცხადებები არის საზოგადოების აზრის გადატანის და მამუკა ხაზარაძის მჩაგვრელად გამოყვანის მცდელობა.

„მე მგონი ქალბატონ თეას უნდა ვუთხრათ, რომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ გაჭირვებული ქვეყნის მდგომარეობას, რომელიც მან და მისმა გარემოცვამ, მისმა ხელმძღვანელმა მიიყვანა. დღეს ვართ კატასტროფულ სიტუაციაში, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ მამუკა ხაზარაძე გამოიყვანონ მჩაგვრელად. მოდით, ამოიღეთ ის დაპირებები, რამდენიმე ფრაზა რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი გარემოცვა პირდებოდა ხალხს, დააკვირდით , სად ვიყავით და სად ვართ. მე ვთქვი კიდევაც, რომ „ოცნებას“ მივეცი ხმა, მეც მქონდა იმედი, მაგრამ მოდით გადავიდეთ ემოციური მდგომარეობიდან და გადავიდეთ ციფრების მდგომარეობაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"