თბილისის რომელი უბნები დარჩება 4 ოქტომბერს უშუქოდ

4 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ალექსანდრე ბანძელაძის, ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის და როსტევანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასასხლების, ზემო ფონიჭალის დასასხლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ანდრო ჟორდანიას, წავკისის, ლომინაძის, ლევან ღოღობერიძის, სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის, კოსტავას და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ვოლსკის, ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის, ნადიკვარის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I, II, IVა მიკრორაიონების, ალეკო გობრონიძის და რამაზ შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

09:30 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ჭიაურელის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის II ქუჩის, შორაპნის II ქუჩის, კობარეთის, ნოსირის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების, აწყურის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილს, შერვაშიძის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ყარყარაშვილის, მესხეთის, ტოლენჯის, გიორგი ანწუხელიძის, ბაქრაძის, კაკაბეთის, ქურხულის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, წინანდლის, საბადურის, ჩიხლაძის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის და კასპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"-აცხადებენ თელასში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ რეგიონს ტოვებს, რუსეთი ძლიერდება: რას უქადის სირიული კრიზისი საქართველოს