თავდაცვის მინისტრი ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერის შეხვდა. 

თავდაცვის მინისტრმა ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს და ევროკავშირის ეგიდით საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებს შეეხო. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზურაბ ხანგოშვილი: „მომივიდა ინფორმაცია, შემდეგი სამიზნე შენ ხარო“