რისი თქმა სურს ინაშვილს ნატო–ს გენმდივნის მოადგილისთვის

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერ ირმა ინაშვილის განცხადებით, ნატო–ს გენმდივნის მოადგილესთვის მისი სათქმელი ის გარემოებაა, რომ ნატო–ში საქართველოს გაწევრიანების ვადებს არ ასახელებენ, თუმცაწევრობას ჰპირდებიან. ინაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, პირადად რისი თქმა სურს როუზ გოტმიოლერისთვის.

„რა თქმა უნდა, მოცემული მაქვს ამ შემთხვევაში სიტყვა. გაგეცინათ, ხომ? მე საერთოდ, არ მჩვევია პროტოკოლის დარღვევა, მაქვს მოხსენება და გამოვიყენებ ამ მოხსენებას იმისთვის, რომ რამდენიმე თეზისი გავაჟღერო. პირველი - რა თქმა უნდა კარგია, როდესაც 29 ქვეყანა გიცავს და როდესაც შენ გაქვს პრობლემა, ნატოს 29 წევრი ქვეყანა შენს გვერდითაა. ეს კარგია, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით და მეტიც, გვეუბნებიან, რომ სულ რაღაცა კრიტერიუმები გვაქვს დასაკმაყოფილებელი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კრიტერიუმები დიდი ხნის წინ დავაკმაყოფილეთ, ჩვენი ნატოში თანამონაწილეობის კონტრიბუციის მოცულობის ხარისხი ძალიან დიდია: ავღანეთის მისია, ანტიტერორისტულ რეფორმებში მონაწილეობა, სხვა რეფორმები, რასაც ვახორციელებთ. მაგრამ ნატო კვლავ იმეორებს, რომ მისი კარი ღიაა და ჩვენ ვერ გვაწევრიანებს და არ გვაწევრიანებს. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი საუბრობს უსაფრთხოების იმ სისტემაზე, იმ კონცეფციაზე, რომელიც აპრობირებულია შვეიცარიაში, ფინეთში, ავსტრიაში - ეს არის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი, რაც ამ ეტაპზე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უზრუნველყოფს ჩვენთვის მშვიდობასა და სტაბილურობას და შევეცდები, ამაზე ვისაუბრო“, - განაცხადა ინაშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ–მა რუსულ კომპანიებს სანქციები გაუფათოვა