თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე წყალმომარაგება შეუწყდება

საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩაზე დღეს წყალმომარაგება 12 საათით შეწყდება. მიზეზად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მასშტაბური ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასახელებს. 

კერძოდ, დღეს, 4 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სოფელ დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში 1,5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად შეიცვალა და განახლებულ სისტემაზე ცხრა სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნულ პროექტში 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია დღეს, 4 ოქტომბერს განახორციელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება. სამუშაო ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას, რისთვისაც წყალმომარაგების შეწყვეტა გახდა საჭირო.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი გასცა