გუფთა-ონის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუფთა-ონის გზა ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთადერთი გზაა მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ონის მუნიციპალიტეტთან დასაკავშირებლად.

უწყების ცნობით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების და ავტოპავილიონების მოწყობა. ასევე უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა