ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია

პარტნიორთა წრის გაფართოება საჭიროა და ჩემთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღებია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„არ მინდა, რამეს წინ გავუსწრო. იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ჯერ არ შემდგარა. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა არ მქონია. მას საერთოდ პოლიტიკური განცხადება არც გაუკეთებია. მან შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. ჟურნალისტი დაინტერესდა, გაფართოვდება თუ არა „ევროპული საქართველოს“ პარტნიორთა წრე, ჰქონდა თუ არა მას შეხვედრა ირაკლი ალასანიასთან და შეიძლება თუ არა, მათ გაერთიანებაში სხვა პარტიები, ან ლიდერები, მაგალითად, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი ვიხილოთ.

ბოკერია თვლის, რომ პოლიტიკური ცვლილებების თვალსაზრისით შალვა შავგულიძის მაგალითი საკვანძოა:

„პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება აქვს მიხეილ სააკაშვილს, სანდრა რულოვსს, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ოღონდ საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ თამაშის წესები უკეთესობისკენ იცვლებოდეს. ბოლო ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში ეს პროცესი არ გვაქვს; გვაქვს საპირისპირო პროცესი და ძალიან სახიფათო ზღვართან მიგვიყვანა ივანიშვილმა ამ განცხადებებით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ამიტომ არის შალვა შავგულიძის მაგალითი საკვანძო მაგალითი“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp