შვილზე ძალადობისთვის 5 თვეში პასუხსიგებაში 110 მშობელი მისცეს

2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმათველოს უფროსმა გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე შსს–სადმი მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა პრობლემად რჩება გამომძიებელთა შესაძლებლობების გაფართოება ამ კუთხით. 

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი", - აღნიშნა ხატიაშვილმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართული პროდუქცია იაპონიაში ექპორტზე გავიდა