7 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება,ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20- 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 21 -26 გრადუსი. 

მზიანი ამინდია ნავარაუდევი თბილისში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა